"თიბისი ბანკის" დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი დავით ჭყონია ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია "თიბისი ბანკის ჯგუფმა" ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა. ცვლილება უკვე აისახა მეწარმეთა რეესტრშიც.
ამასთან, ჭყონია წასვლის გამო, ბანკის დირექტორთა საბჭოში გარკვეული ცვლილებებია. მათ შორის, ნინო მასურაშვილი - აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, რომელიც მანამდე ბანკის საცალო საბანკო განვითარებაზე იყო პასუხისმგებელი, ახალი რისკის უფროსად დაინიშნა; თორნიკე გოგიჩაიშვილი - აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და ბანკის მთავარი ოპერაციების ხელმძღვანელი კი დაინიშნა ბანკის საცალო საბანკო ბიზნესის წარმართვაში.
ცნობისთვის, დავით ჭყონია „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილისა და რისკების მართვის დირექტორის პოზიციას 2017 წლიდან იკავებს.