2019 წლის პირველ ნახევარში იპოთეკური სესხებით დაფინანსებული ტრანზაქციების წილი 2018 წელთან შედარებით შემცირდა. ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" კვლევაშია აღნიშნული, რომელიც საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ანალიზს ეხება.კვლევის თანახმად, 2018 წლის მე-4 კვარტალში ახალი იპოთეკური სესხების პროპორციამ თბილისში არსებული ბინებისთვის შესრულებული ტრანზაქციების 50%-ს გადააჭარბა. 2019 წლის პირველ კვარტალში კი პროპორცია 30%-მდე შემცირდა.აღსანიშნავია, რომ კვლევის თანახმად, იპოთეკური სესხების განაკვეთები შემცირდა. კერძოდ, სესხების გაცემაზე დაწესებული რეგულაციებიდან 6 თვის შემდეგ, საპროცენტო განაკვეთი ეროვნულ ვალუტაში ახალ იპოთეკურ სესხებზე შემცირდა და 8.9%-მდე დასტაბილურდა.