25 მარტიდან 18 მარტის ჩათვლით თბილისი რიგით 23-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს.წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები ისეთი მსოფლიო დონის ვარსკვლავები არიან,როგორებიცაა:5 გრემის ჯილდოს მფლობელი საუკეთესო ჯაზ-ვოკალისტი დაიან რივსი,ჯაზის ლეგენდები კენო ბორონი,დეივ ჰოლანდ და ჯონათან ბლეიქი. ასევე,ბრიტანეთის ამომავალი ვარსკვლავი აიანა უიტერ-ჯონსონი.ტრადიციულად წლევანდელ ფესტივალში ჯაზ-ლეგენდებთან ერთად სხვადასხვა თაობის ქართველი ჯაზ-შემსრულებლებიც მონაწილეობენ, მათ შორის გუჯა მარდინის კვარტეტი,ლუკა თოფურიას კვარტეტი,რეზო კიკნაძის სიქსტეტი და გია რაქვიაშვილის ტრიო.ამასთანვე ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ჯაზის ვირტუოზები ქართველო სტუდენტებისთვის მასტერკლასებსაც ჩაატარებენ.თბილისის 23-ე ჯაზ ფესტივალს 25 მარტს ბრიტანელი ჯაზ-მუსიკოსი აიანა უიტერ ჯონსონიდ კონცერტი გახსნის. ხოლო 28 თებერვალს ჯაზ-ფესტივალს ლეგენდალური დაიან რივსი რუსთაველის თეატრში დახურავს.