ამერიკული კომპანია Tiffany&Co- დაეთანხმა ფრანგული ფუფუნების საგნების მწარმოებელი კომპანია LVMH Louis Vuitton Moet Hennessy-ის მხრიდან შემოთავაზებულ ახალ წინადადებას, რომელიც ამერიკული ბრენდის უფრო იაფად შეძენას ითვალისწინებს. ამის შესახებ Financial Times საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
წყაროს ცნობით, LVMH Tiffany-ის თითო აქციაში 131 დოლარსა და 50 ცენტს გადაიხდის, შედეგად კი კომპანიას 15 მილიარდ 800 მილიონ დოლარად შეიძენს. შეთანხმება ამ ეტაპზე Tiffany-ის მხრიდან თანხმობის მოლოდინშია.
მანამდე ფრანგული კომპანია მზად იყო Tiffany-ის თითო აქციაში უფრო მეტი გადაეხადა. 2019 წლის ნოემბერში კომპანიებმა შესყიდვის პირობები შეათანხმეს, რომლის ფარგლებშიც Tiffany 16 მილიარდ 200 მილიონ დოლარად შეფასდა. თუმცა სექტემბერში ფრანგულმა კომპანიამ მის შესყიდვაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ Tiffany-იმ ფრანგულ გიგანტს სასამართლოში უჩივლა და განაცხადა, რომ უარი შეთანხმებაზე ორ კომპანიას შორის არსებულ პირობებს არღვევდა.
თავის მხრივ კი LVMH-მაც შეიტანა საპასუხო სარჩელი და ამერიკული ბრენდი კრიზისის დროს არაეფექტურ მმართველობაში დააადანაშაულა. ახლა კი კომპანიებს შორის მიღწეული შეთანხმება მათ შორის სარჩელების უკან გამოხმობასაც ითვალისწინებს.