გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს 2019 წელს სამინისტროს თნამშრომელთათვის სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებული ტრენინგების შეჯამება და სამომავლო თანამშრომლობის ფორმებზე მსჯელობა წარმოადგენდა.
თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) ხელშეწყობით 2019 წლის განმავლობაში სამინისტროს სხვადასხვა ერთეულის 40-მდე თანამშრომელმა გაიარა ტრენინგები, როგორც საქართველოში ასევე თურქეთში.
შეხვედრას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის, სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელობა და ტრენინგის მონაწილეები ესწრებოდნენ.