ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის გაგრძელებას უცხოეთში არ საჭიროებს.
როგორც ტიკარაძე აღნიშნავს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის გაუმჯობესებულია. კითხვაზე, თუკი მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში მკურნალობის გაგრძელებაზე ექიმების რეკომენდაცია იქნება, რა პოზიცია ექნება ჯანდაცვის მინისტრს, ტიკარაძე პასუხობს, რომ „არიან ექიმები, რომლებიც პაციენტის ნახვის გარეშე სვამენ დიაგნოზებს“.