მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი, TikTok-ი, 2021 წლის ყველაზე ხშირად მონახულებადი ვებგვერდი გახდა – ამის შესახებ the wall street journal წერს.
პირველად კომპანიამ ლიდერის პოზიცია ჯერ კიდევ თებერვალში მოიპოვა, ხოლო აგვისტოს შემდეგ ის მუდმივად პირველ ადგილზეა. ყველაზე პოპულარული ვებგვერდების ჩამონათვალში TikTok-მა Google-საც კი გადაუსწრო. ცნობისთვის, გასულ წელს გამოქვეყნებულ ამავე რეიტინგში, TikTok-მა მე-7 ადგილი დაიკავა.