00:13
1 ოქტომბერი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ტიმ კუკის ქონება 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს
12-08-2020

ამერიკული კომპანია Apple-ის ხელმძღვანელის ტიმ კუკის ქონება 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Bloomberg-ი, რომელსაც მოჰყავს მილიარდერების ინდექსის მონაცემი.

Bloomberg-ი არ ავრცელებს ზუსტ ციფრს, თუ რა ქონებას ფლობს ტიმ კუკი და არც იმას, თუ რამდენ აქციას ფლობს ის კომპანიაში, რომელსაც ხელმძღვანლობს. ამასთან სააგენტო ხაზს უსვამს, რომ კუკის ქონებამ მილიარდს მას შემდეგ გადააჭარბა, რაც Apple-ის აქციებზე ფასი გაიზარდა. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე გასული კვირის განმავლობაში კომპანიის აქციები 5%-ით გაიზარდა. ამჟამად მისი კაპიტალიზაცია ტრილიონ 900 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კუკის ქონების შეფასება ღია წყაროების მიხედვით მოხდა, თუმცა, არაა გამორიცხული, ის რეალურად უფრო ნაკლები იყოს, ვინაიდან ის ხშირად წირავს თანხებს ქველმოქმედებას და ამას ანონიმურად აკეთებს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები