თინა ხიდაშელი პოლიტიკაში ტაიმ-აუტს იღებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი პოლიტიკისგან ხანგრძლივ ან სამუდამო პაუზას იღებს. ამის შესახებ ხიდაშელმა რადიო "პალიტრის" ეთერში, კოკა კვირკველიას გადაცემაში "შუადღის სტუდია" სტუმრობისას განაცხადა.
ხიდაშელის თქმით, თავდაცვის მინისტრობა იყო საუკეთესო სამსახური, რაც კი ადამიანმა შეიძლება წარმოდგინოს და თუკი ყველაზე საუკეთესო სამსახურში უკვე მუშაობდი, მაშინ შეუძლებელია, სხვა რამე მოგეწონოს. ხიდაშელმა იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც პოლიტიკის დატოვება გადაწყვიტა.