ნეტფლიქსის ახალ ფილმში, The Last Summer, რომელიც მაისში გამოვა, ახალგაზრდა ვარსკვლავი, რომლებსაც სხვადასხვა ცნობილი სერიალიდან ვიცნობთ, თითქმის ყველა მონაწილეობს. ფილმი მათი ცხოვრების გარდამტეხ ეტაპს ასახავს, სადაც ახალგაზრდებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, შეუყვარდეთ და გაიზარდონ. ფილმში შეგვიძლია ვნახოთ რივერდეილის ქეი ჯეი აპა, თინეიჯერი მგლის ტაილერ პოუზი და სხვა თინეიჯერებისთვის საყვარელი მსახიობები.