ეს არის მიზანმიმართული, დავალების შესრულება. თითქოს ელოდებიან, როდის დადგება ფატალური შედეგი და დეკანოზის სიცოცხლე როდის დასრულდება, ვერ მოესწრებიან! - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტნიუსში“ განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.