"თითო აბს ყიდულობს ხალხი, ისეთ დონეზეა" - რომელი ჯგუფის მედიკამენტები გაძვირდა და რამდენით მოიმატა ფასებმა? წამლების ფასი, რომ წლიდან წლამდე იზრდება ამას უკვე იფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს. საქსტატის მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოსახლეობას მედიკამენტები მნიშვნელოვნად გაუძვირდა. კერძოდ, -6.29%-ით არის გაძვირებული სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები; ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებზე ფასმა - 3.10%-ით მოიმატა;ანტიბიოტიკებზე - 11.22%-ით; 5.64%-ით არის გაძვირებული ვიტამინები; საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატების ფასი 1.49%-ით არის გაზრდილი; ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ფასი კი - 4.87%-ით. მოქალაქეების თქმით მედიკამენტებზე ფასის ზრდა მათ ჯიბეზე მძიმედ აისახა. გამოკითხულთა ნაწილი ამბობს, რომ ხშირია შემთხვევები, როცა მაღალი ფასის გამო წამლის შეძენას ვერ ახერხებს.აფთიაქებში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში მედიაკმენტებზე ფასის ტოტალური ზრდა არ მომხდარა, მაგრამ მოსახლეობის მცირე შემოსავლების ფონზე წამლები მაინც ძვირია. PSP- ს დამფუძნებელის კახა ოქრიაშვილის თქმით, ლარმა გაუფასურება, რომ შეწყვიტოს და მაგალითად, 20 ლარიანმა წამალის ფასმა 17 ლარამდეც, რომ დაიკლოს მოსახლეობის დიდ ნაწილს წამლის შეძენა მაინც გაუჭირირდება. დისტიბუტორთა ასოციაციაში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლარი 3 - ის ნიშნულს გადასცდა ფასების 10%-მდე ზრდას კიდევ უნდა ველოდოთ. კერძო სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს დროულად გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყნის ეკონომიკის გსაჯანსარებლად.