თხილეული შეიცავს ვიტამინებს, ბევრია მასში ბე ჯგუფისა და ე ვიტამინები, ნიგოზში გაცილებით ბევრი ცე ვიტამინია, ვიდრე ლიმონში, თხილი კი რკინისა და მაგნიუმის სიჭარბით გამოირჩევა, თხილეულში შედის პოლიფენოლები, რომელიც ხელს უშლის ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარებას და აჯანსაღებს გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემას. პოლიფენოლები ძირითადად გარჩეული თხილეულის კანშია, ამიტომ უმჯობესია ეს პროდუქტები კანიანად მიირთვათ. ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომელიც თხილეულის შემადგენლობაში შედის არანაჯერი ცხიმებია, ომეგა 3, ომეგა 6 და ომეგა 9 ცხიმოვანი მჯავების დიდი კონცენტრაციით კი ნიგოზი გამოირჩევა.
იხილეთ გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" სრულად