ექიმი კარდიოლოგი რამონ ესტუხი, ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ, საკუტარ პაციენტებს ურჩევს ყოველდღიურ რაციონში ჩართონ თხილეული.ხმელთაშუა ზღვის დიეტა, რომელიც ძირითადად თხილეულისა და ზეთისხილისგან შედგება, ამცირებს გულის პრობლემებს. ჩვენ საკუთარ პაციენტებზე დაკვირვებით აღმოვაჩინეთ, რომ გულ-სისხლ-ძარღვთა პრობლემების მქონე ადამიანებში, რომლებიც ყოველდღიურად მიირთმევდნენ აღნიშნულ პროდუქტებს, ინრფაქტისა და ინსულტის შემტხვევები 30 პროცენტით ნაკლებია. ბოსტონელი ექიმი ჩარლზ ფოქსიც ამტკიცებს, რომ თხილეული ზრდის ადამინის სიცოცხლის ხანგრძლივობას. ეს დასკვნა მან 30 წლიანი ექსპერიმენტის შემდეგ გამოაქვეყნა, ამ ხნის მანძილზე ექიმი 120 ათას ადამიანს დააკვირდა და დაადგინა, რომ თხილეულის ყოველდღიურ რაციონში ჩართვა, 20 პროცენტით ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას. ამერიკის კარდიოლოგიის ასოციაციამ ეს კვლევები პაციენტების რეკომენდაციებში გაწერა, მათი რეკომენდაციით დადებითი ეფექტის მოსახდენად, კვირაში მინიმუმ 1 მუჭი თხილეულის მირთმევაა აუცილებელი, რომლის მიღებასაც ექიმები მარილის გარეშ გვირჩევენ.
იხილეთ გადაცემა "არცოდნა აკრზალულია" სრულად