მაქვს ისეთი შეგრძნება, თითქოს გინდა დაიმორჩილო - მე კი მინდა, თავისუფალი ვიყო ბიზნესის კუთხით, - აღნიშნული პოზიცია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომპანია ”მაგთიკომის” მფლობელმა გია ჯოხთაბერიძემ ფარულ მოსმენა-მიყურადების პროექტის იმ ნაწილთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც საკუთრივ ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებს და მათთან დაკავშირებულ ვალდებულებებს ეხება. მან ასევე განაცხადა რომ ბიზნესი არავიტარ დამატებით ხარჯებს ფარული მიყურადებისთვის საჭირო აღჭურვილობისთვის საკუთარ თავზე არ აიღებს.