12:42
30 სექტემბერი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება
11-08-2020

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოავლინა. უწყების ინფორმაციით, პროექტს საქართველოს მთავრობა 5 მილიონ 900 ათასი ლარით აფინანსებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი ამორტიზებული საავტომობილო გზა. გზის სიგრძე, დაახლოებით, 10 კმ-ია. პროექტის მიხედვით, იგეგმება გრუნტის საფარისა და ლითონის თვალამრიდების მოწყობა.
სამინისტროში განმარტავენ, რომ ტობავარჩხილის გზის მოწესრიგება მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე მისი ტურისტული პოტენციალის ასათვისებლად. გზის რეაბილიტაციას დაახლოებით 24 თვე დასჭირდება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები