13 იანვარს ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, ჰაცუ ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეს პირველი გამარჯვება ონოშოს წინააღმდეგ იზეიმა. მე-6 მაეგაშირას სტატუსით მოჭიდავე ტოჩინოშინმა მე-6 მაეგაშირა ოშიდაშის ილეთით გაიყვანა დოჰიოს მიღმა და ბალანსი 1-1-ზე გაუხდა. შემდეგ ბრძოლაში ტოჩი მე-8 მაეგაშირა რიუდენს შეხვდება, ვისთანაც ბალანსი 2:1-ზე აქვს.