"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" ახალი Land Cruiser Prado წარმოადგინა. ახალ მოდელში წარმოდგენილია განახლებული დიზაინის მქონე ინსტრუმენტების პანელი, წინა სავარძლების გაუმჯობესებული ვენტილაცია, უკანა სავარძლების გათბობა, ავტომატური კლიმატ-კონტროლი და "ჭკვიანი გასაღების" ახალი დიზაინი. უგზოობის პირობებში, წინ ხილვადობის გაუმჯობესების მიზნით, ახალი "პრადოს" გამავლობის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაზრდილია."პრადოს" მთლიანი სიგრძე 60 მილიმეტრითაა გაზრდილი. მას ახასიათებს განსაკუთრებული მანევრულობა. განახლებულია საჭეც. "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" ტოიოტას ოფიციალური დილერია საქართველოში.