იაპონიის დედაქალაქში ეროვნული სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა, რომელიც 2020 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიალებს უმასპინძლებს. სტადიონი 68 ათას ადამიანს იტევს და ის ასევე მიიღებს შეჯიბრებებს მძლეოსნობაში და ფეხბურთში. ეროვნულ სტადიონს მდიდარი ისტორია აქვს და ტოკიოს ერთ-ერთი სიმბოლოა. 1964 წელს სწორედ ის იყო ოლიმპიური თამაშების უმთავრესი არენა. 2020 წლისთვის ისტორიულ სტადიონის სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. პროექტის დიზაინი შექმნა არქიტექტორმა კენგო კუმამ, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება ეკოლოგიურობას დაუთმო. ეროვნული სტადიონის გახსნის ცერემონიალს იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე ესწრებოდა. განახლებულ სტადიონზე პირველი ასპარეზობები 1 იანვარს იმპერატორის თასზე გაიმართება.