საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) და ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტმა თამაშებზე სპორტსმენთა განაცხადების მიღების უკიდურესი ვადები განსაზღვრეს. ოლიმპიური თამაშებისთვის გუნდის შემადგენლობის გამოცხადების ბოლო ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 6 ივლისი.
გარდა ამისა, IOC-ის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ ოლიმპიური ლიცენზიების ნახევარი დეკემბრის ბოლომდე გათამაშდება.ასევე გამოქვეყნდა სამოქმედო გეგმა ექსტრემალური ამინდის პირობებში.
საკითხს დამატებითი აქტუალურობა შესძინა დამანგრეველმა ტაიფუნმა "ჰაგიბისმა", რომელმაც დღევანდელი მონაცემებით 74 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო უსახლკაროთ დარჩენილთა რიცხვმა 13 ათასს გადააჭარბა.