01:35
24 სექტემბერი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ტოკიოში მეორე დღეა კორონავირუსით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება
28-07-2021

ტოკიოში მეორე დღეა კორონავირუსით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქალაქში ვირუსის 3 177 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ დღეს კი, ტოკიოში კორონავირუსით 2 848 პირი დაინფიცირდა, რაც ასევე რეკორდულად მაღალი რაოდენობა იყო.

მიმდინარე თვის დასაწყისში იაპონიის ხელისუფლებამ ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ეს პანდემიის დაწყებიდან ქალაქში გამოცხადებული რიგით მეოთხე საგანგებო მდგომარეობაა. აღსანიშნავია, რომ ექსპერტები ხელისუფლებას მოუწოდებდნენ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გადაედოთ, რათა „დელტა“ ვარიანტის სწრაფი გავრცელება არ მომხდარიყო.

Bloomberg-ის მონაცემებით, იაპონიაში ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 25%-ზე მეტმა მიიღო.

AutoPlay
უნდა ავცრათ თუ არა ბავშვები?
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" ოფისში განცხადებას აკეთებს
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1179 ლარი გახდა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
კოვიდ-19-ის ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოში პორტუგალიას აქვს
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
ვლადიმირ ზელენსკი - გაერო-ს ქვეყნებს ვიწვევ, „ყირიმის პლატფორმის“ დეკლარაციას შეუერთდნენ და დაგმონ ოკუპაცია
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
მედია - თვითმფრინავში, რომელმაც ხაბაროვსკის ოლქში კატასტროფა განიცადა, არავინ გადარჩენილა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები