კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის ჯილდო - ოსკარი ამერიკული პრიზია, რომელიც 1929 წელს შეიქმნა. ეს ერთ-ერთი უძველესი და დღემდე მოქმედი კინოპრემია, რომელიც თავის დროზე ამერიკული კონოსტუდია „მეტრო გოლდენ მაიერის“ ხელმძღვანელის ლუის ბარნ მეიერის მიერ იქნა შემქნილი, როგორც წახალისება კინემატოგრაფებისათვის. წლების გამნავლობაში ამ ფიგურის გადაცემის წესებისა და ზოგადად დაჯილდოების ბევრი პრინციპი შეიცვალა, თუმცა ოსკარზე ნომინირებაც კი საკმარისი მიზეზია სიამაყისთვის და მით უფრო ღირებულია კინო სივრცეში მოღვაწე ნებისმიერი ადამიანისთვის ამ ოქროსფერი ქანდაკების რაოდენობა, რაც მის დასახურებასაც ზრდის.
დღვენადელ ჩვენს გადაცემაში წარმოგიდგენთ კინოინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებს და ფილმებს რომელთაც ყველაზე მეტი ოსკარი აქვთ აღებული. მაშ ასე, ოსკარის მფლობელთა ტოპ ათეული.
10 - ჰოლივუდის რჩეულ მსახიობებს შორის ყველაზე ბევრი ოსკარის ფიგურას მერილ სტრიპი ფლობს. 4 ჯილდოდან 3 მათგანი- ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის და 1 ფიგურა მეორეხარისხოვანი როლისთის აქვს აღებული. 4 შვილის დედა, რომელიც არა მხოლოდ კინოს, აგრეთვე თეატრის მსახიობიც არის დასამახსოვრებელია ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პერსონაჟებით კინოფილმებში რომელთა რაოდენობა ჰოლივუდში 70-ს აღემატება.
პირველი ოსკარი 1977 წელს მიიღო ფილმში „ჯულია“. ამას მოჰყვა 1982 წელს „სოფის არჩევანი“. სპეციალურად ამ ფილმისთვის მერილ სტრიპმა პოლონური ენა შესწავლა. 2011 წელს გამოსულმა კინოფილმმა „რკინის ლედი“ სადაც სტრიპი პრემიერ-მინისტრ მარგარეტ ტეჩერის როლს ასრულებს - დაიმსახურა მესამე ოსკარი.
ამერიკული კინოაკადემიის სახელგანთქმული პრიზი არ არის მერილ სტრიპის და მისი შეოქმედების ერთადერთი დამსახურებული ჯილდო. ამასთან 2010 წელს მსახიობი ამერიკული ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადემიის წევრი გახდა და ჰარვარდის უნივერსიტეტში ხელოვანებათმცოდნის დოქტორის წოდება მიიღო.
9 - ჩვენი ტოპ ათის მე9 ადგილს შვედი რეჟისორი, სცენარისტი და მწერალი ერისტ ინგმარ ბერგმანი იკავებს. კინოსა და ტელევიაში მის მიერ დადგმულია 60-ზე მეტი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი. მისი მუშაობის სპეციფიკა ასეთი იყო: მუშაობდა ერთსა და იმავე მსახიობებთან, თემები, რომლზეც მისი ფილმები იგებოდა რელიგიის, ტრადიციული ოჯახისა და პიროვნების კრიზისის პრობლემას ეხებოდა, ძირითადად ახლო ხედებზე მუშაობდა, რაც ადამაინთა განცდებს კიდევ უფრო ღრმად და ზუსტად გადმოსცემდა.
4 ოსკარის მფლობელი რეჟისორი 50-მდე კინოფილმის ავტორია. ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს შორის არის: „ მეშვიდე ბეჭედი“, „პერსონა“, „ჩურჩული და ყვირილი“, „ფანი და ალექსანდრე“. 3 ოსკარი მინიჭებული აქვს საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთის და 1 დამსახურებული ოსკარი ამერიკის კინოაკადემიისგან.
8 - კინო ფილმის შესაქმნელად მომუშავე გუნდში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ფილმის წარმატებისათვის კამერებს მიღმა მდგომ ადამიანთა შემოქმედებაა. რა თქმა უნდა ისინი ხმაშეწყობილად მუშაობენ რეჟისორთან და პროდიუსერთან ერთად თუმცა მათი ხედვა მნიშვნელოვნად განაპირობებს ხარისხს, რომელიც შეიძლება რეჟისორის ჩანაფიქრსაც კი სცდებოდეს.
ოპერატორებს შორის ყველაზე ბევრი ოსკარის მფლობელი ამერიკელი კინოოპერატორი ლეონ შამროი გახლავთ, რომელიც 1901 წელს ნიუ-იორკში დაიბადა. ის 25 წლის იყო პირველ ფილმზე მუშაობას რომ შეუდგა. მთლიანობაში ოსკარზე 18-ჯერ იყო ნომინირებული რომელთა შორის 4ის მფლობელი გახდა. მათ შორის ერთ-ერთი ფილმი „კლეოპატრა“ გახლავთ, რომელიც ალბათ ბევრ თქვენგანს აქვს ნანახი, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ფილმი ოსკარის 9 ნომინაციაშია გამარჯვებული და საუკერთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის სწორედ ლეონ შამროი დაჯილდოვდა.
7 - ფრენსის ფორდ კოპოლა - კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი. მისი პოპულარობა „ნათლიმამას“ უკავშირდება. ის ოსკარის ოქროსფერი ჯილდოს მფლობელი 6ჯერ გახდა და მათ შორის ერთი ჯილდო კონოწარმოების განვითარებიში შეტანილი წვლილისთვის ერგო. სამი მათგანი მიღებული აქვს როგორც სცენარისტს ნომინაციაში: საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისურა.
ხუთგზის ოსკაროსანი, რეჟისორი და სცენარისტი ფრენსის ფორდ კოპოლა - კალიფორნიაში, და საერთოდ შტატებში, ცნობილია არა მხოლოდ კინო სივრცეში მიღწეული წარმატებისთვის, ის აგრეთვე კარგი მეღვინეა. და ეს არ გახლავთ ჰობი... კოპოლა - ძალიან მსხვილი მიწათმფლობელია, მისი ვენახები 2000 ჰექტარზეა გადაჭიმული, წარმოების მოცულობა კი წელიწადში მილიონობით ბოთლით იზომება. მეღვინეობაში ოსკარი რომ გადაიცემოდეს, კოპოლას აუცილებლად წარადგენდნენ ნომინაციაზე.
6 - კიდევ ერთი კინორეჟისორი და სცენარისტი - ბილ უალდერი, რომელსაც გადაღებული აქვს 60ზე მეტი ფილმი 7 ოსკარის მფლობელი გახლავთ. ოსკარებს შორის 3 მიღებული აქვს ნომინაციაში - საუკეთესო ორიგინალური სცენარი, 2 მათგანი - საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის, ერთი კი საუკეთესო კინოფილმი და ირვინგ ტალბერგის ხსოვნისადმი მიძღვნილი პრიზი შემოქმედებითი წვლილისთვის კინემატოგრაფიაში.
უელდერი დაიბადა 1906 წელს ჰოლანდიაში და ამერიკაში უფულოდ ჩამოვიდა ინგლისური ენის უცოდინარი და რმადენიმე წელი უკიდურეს გაჭირვებში იცხოვრა. მხოლოდ სცენარისტ ჩარლს ბრეკეტთან ნაცნობობმის შემდეგ შემოტრიალდა მისი ცხოვრება. დაკარგული უქმეები“ - პირველი ოსკაროსანი ფილმია, რომელსაც შემდეგ რამდენიმე წარმატება მოჰყვა. მის სხვა ცნობილ და გახმაურებულ ფილმებს შორის ალბათ „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილიები“ შედევრია, რომლის გახსენებაზე ყველასთვის მისახვედრია რეჟისორის სტილი, და დამსახურება კინოინდუსტრიაში.
5 - ედიტ ხედი, როგორც კოსტუმების საუკეთესო მხატვარი 8 ოსკარის მფლობელი გახლავთ. ჰოლივუდში მოღვაწეობის განმავლობაში 35-ჯერ იყო ნომინირებული ამერიკული კინოაკადემიის პრემიაზე 1948-1966 წლების განმავლობაში. ის ყველაზე მეტი ოსკარის მფლობელია ქალებს შორის მთელი ისტორიის მანძილზე.
პირველი ნაშრომები კოსტუმებზე ჯერ კიდევ მუნჯ კინოში იყო. თითქმის 60 წლიანი კარიერის განმავლობაში 1000-ზე მეტი ფილმი კინოსა და ტელევიზიაში ედიტის კოსტუმებით არის დამშვენებული. მხოლოდ ალფრედ ჰიჩკოკის 11 ფილმზეა ქვს ნამუშევარი. როგორც კინოში ისე ცხოვრებაში ქმნიდა კოსტუმებს ისეთი მსახიობებისთვის როგორებიც იყვნენ: ელიზაბეტ ტეილორი, მელინ მონრო, გრეის კელი, ოდრი ჰეპბერნი და სხვები.
4 - კომპოზიტორი, დირიჟორი და არანჟირების სპეციალისტი, აგრეთვე კინოკომპანია „თვენტი სენჩერი ფოქსის“ მუსიკალური განყოფილების ხელმძღანელი ალფრედ ნიუმანი დაიბადა 1900 წელს ნეიუ-ხეივენში. საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისათის 9 გზის ოსკაროსანია იმ 8 კომპოზიტორს შორის, ვისაც ასეთი რაოდენობის პრიზი აქვს აღებული.
კარიერა ნიუიორკში 20 წლის ასაკში დაიწყო ბროდვეიზე როგორც დირიჟორმა - ჯორჯ გერშვინის, რიჩარდ როჯერსისა და ჯერომ კერნის მუზიკლებისათის.
20 წლის განმავლობაში ოსკარზე ნომინირებული იყო 45-ჯერ და მისი რეკორდი 36 წლის განმავლობაში იყო შენარჩუნებული 2006 წლამდე, ვიდრე მას ჯორჯ უილიამსი არ დაეწია. მიღებული 9 ოსკარიდან მხოლოდ ერთია საკუთარი თხზულებისათვის. დანარჩენი 8 მუსიკის ორანჟირებისთის აქვს მინიჭებული.
3 - სპეცეფექტები - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ფილმის წარმატებისთვის, რომლის შესაქმნელად კინოინდუსტრიის საწყის ეტაპზე დიდი ძალიასხმევა იყო საჭირო.
დენის მიურენი - კალიფორნიელი სპეციალური და ვიზუალური ეფექტების დამდგმელი რეჟისორი - მუშაობდა ისეთ ფანტასტიკური ჟანრის ფილმებზე როგორებიც იყო სტივენ სპილბერგის, ჯორჯ ლუკასისა და ჯეიმს კემერონის გახმაურებული ფილმები.
ერთ-ერთი რეკორდსმენია მიღებული ოსკარების რაოდენობით. 6 ოსკარი დაიმსახურა საკუეთესო ვიზუალური ეფექტებისათის, 2 სპეციალური ოსკარი გასნსაკუთრებული და ტექნიკური მიღწევებისათვის გადაეცა ამერიკული კინემატოგრაფიისა და ხელოვნების აკადემიის პრიზის სახით.
ჯორჯ ლუკასის კომპანიაში მუშაობისას პირველი ნაშრომი იყო „ვარსკვლავური ომების მე-4 ეპიზოდი“. 1990-იანი წლიდან დაიწყო კომპიუტერული გრაფიკის გამოყენება კინემატოგრაფიაში, კერძოდ მუშაობისას ფილმზე „ტერმინატორი2“ რომლითაც ის განსაკუთრებულად ამაყობდა.
პირველი ოსკარი აღებული აქვს 1981 წელს მე-5 ეპიზოდისთვის „ვარსკვლავური ომები“. მათ შორის იყო აგრეთვე „იულირი პერიოდის პარკი“, „ სამყაროთა ომები“ და სხვა.
2 - ოსკაროსან ფილმებს წლიდან წლამდე ადევნებს თვალყურს მსოფლიო მაყურებელი და ეს პრიზიც გარკვეულწილად უკვე განაპიროობებს მის შემდგომ წარმატებასაც, თუმცა დღევანდელი ჩვენი ტოპ ათის მე-2 ადგილს იკავებს ფილმი, რომელიც დღეისთის ოსკარის პრიზიორთა შორის რეკორდსმენია დამსახურიებული პრიზის რაოდენობის მხრივ.
ყველასთის ცნობილი კონოლენტა ტიტანიკი რომელიც 1997 წელს იქნა გადაღებული 11 ოსკარის მფლობელია. მათ შორის როგორც: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი - ჯეიმს კემერონი, საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი - რასელ კარპენტერი, საუკეთესო დეკორატორაცია, კოსტუმების დიზაინი, საუკეთესო ხმის რეჟისურის, ნომტაჟისა და ვიზუალური ეფექტებისთვის, და რა თქმა უნდა საუკეთესო სიმღეერისათის დაჯილდოვდა ჯეიმს ხორნერი და შესრულებისათის სელინ დიონი სიმღერის,რომელიც წლების მანძილზე ტოპ ჰიტი იყო.
1 - უოლტ დისნეი - მხატვარ-მულტიპლიკატორი, კინორეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი და პროდიუსერი, რომელმაც დააარსა კომპანია „უოლტ დისნეი“ და მულტიმედიურ იმპერიად აქცია პირველი ხმოვანი და მუსიკალური მულტფილმის შემექმნელია.
როგორც რეჟისორმა - გადაიღო 111 ფილმი, იყო 576 კინოფილმის პროდიუსერი. მისი აბსოლურური რეკორდი დამსახურებული ოსკარების რაოდენობით ჯერ არავის მოუხსნია. ოსკარის 26 ფიგურა და ირვინგ ტალბერგის სახელობის პრემია, რომელიც ასევე ოსკარის სტატუსს ატარებს უმრავლესი მათგანი - მის საკუთრებად სიცოცხლეშივე გახდა.
პირველი ოსკარი 1932 წელს აიღო მულტფილმისთვის „ყვავილები და ხეები“ 1969 წელს საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მულტიპლიკაციური ფილმი -„ვინი პუჰის“ 45 სერია გახდა ამ პრიზის მფლობელი. მიკი მაუსი, დონალდი, ფიფქია - ის საყვარელი გმირები და მულტიპლიკაციური ფილმები, რომელთაც დღემდე სიამოვნებით უყურებენ ბავშვები დისნეის ფანტაზიისა და მისი კომპანიის დაუვიწყარი ნაშრომებია. აღსანიშნავია, რომ ამ დიდი იმპერიის განვითარებაში მის შემდგომ დიდი წვლილი მისმა შვილმა დაიან მერი დისნეიმ შეიტანა.