ალბათ ხშირად გვესმნიათ სიტყვები „დავიღალეთ ამდენი დაუსრულებლი სერიალებით“ ეს გამომდინარე იყო იმით, რომ მათ რიგებში მხოლოდ საპნის ოპერები მოიაზრებოდა. ბოლო წლებში კი სერიალების პოპულარობამ პიკს მიაღწია და ფილმებსაც კი გადააჭარბა. პირველრიგში ეს მისმა ჟანრობრივმა მრავალფეროვნებამ გამოიწვია. დღევანდელ გადაცემაში კი წარმოგიდგენთ 2019 წლის ტოპ 10, ყველაზე რეიტინგულ სერიალებს.
მაშ ასე კონფორტულად მოეწყევეთ და აღმოაჩინეთ თქვენი ფავორიტი სერიალი.
1 - სამეფო კარის თამაშები
ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ რეიტინგს სამეფო კარი თამაშები ხსნის და ეს სიურპრიზი ამ ფილისმის გულშემატკივრებისთვის ნამდვილად არ იქნებოდა. სერიალი გადაღებულია ჯორჯ მარტინი-ს ეპიკური ფენტეზის ჟანრის, რომანის მიხედვით. სადაც აღწერილია სატახტო გვარების სისხლიანი ბრძოლა ვესტეროსისა და მისი რკინის ტახტის მოსაპოვებლად. სამეფო კარის თამაშების პირველი სერია 2011 წლის 17 აპრილს გამოვიდა და ამ დღიდან გასაოცარი პოპულარობით სარგებლობს. თუმცა ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ცოტახნისწინ გამოსულმა დასკვნითმა მე-8 სეზონმა სერიალის გულშემატკივრებში დიდი იმედგაცრუება გამოიწვია, რაზეც მწერალმა ჯორჯ მარტინმა განაცხადა, რომ წიგნში ბევრი რამ სხვანაირად ვითარდება და სერიალის ფანებს მისი წაკითხვისკენ მოუწოდა.
რაც შეეხება სერიალის შემოსავალს, ყოველ სეზონზე მისი საშუალო მოგება 6 მილიონი იყო თითოეულ ეპიზოდში, ხოლო ბოლო სეზონმა რეკორდი მოხსნა, ეს ციფრი კი თითოეულ ეპიზოდში 15 მილიონი იყო. საერთო ჯამში სერიალის მთლიანი შემოსავალაი, დაახლოებით 60 მილიონიდან-70 მილიონამდე დოლარს შეადგენს.
2 - შენ
სამეფო კარის თამაშების შემდეგ რეიტინგში ღირსეულ ადგილს
სატელევიზიო სერიალი „შენ“ იკავებს, რომელიც ამერიკული ფსიქოლოგიური თრილერია, ის გრეგ ბერლანტმა და სერა გემბლმა შექმნეს. პირველი სეზონი დაფუძნებულია კაროლინ კეპნის 2014 წლის ნოველის მიხედვით, სადაც ახალგზარდა, დამწყები მწერალი ხდება შეპყრობილი, ნიუ-იორკის, ერთ-ერთი წიგნის მაღაზიის მენეჯერით.
მწერალი ინტერნეტისა და სოციალური ქსელების მეშვეობით მოიპოვებს მასზე უამრავ ინფორმაციას და მოგვიანებით, შეყვარებული, მორიდებული ბიჭი გადაიქცევა ძალიან საშიშ, შეპყრობილ ადამიანად. ის იშორებს ყველას ვინც კი გზაზე გადაეღობება. სერიალის პრემიერა 2018 წლის 26 დეკემბერს საერთაშორისო დონეზე შედგა.
სერიალის გადაღებები ჯერჯერობით ისევ გრძელდბა, მე კი ისღა დამრჩენია, რომ გირჩიოთ ბოლო სეზონის გამოსვლამდე მოასწროთ და უყუროთ ამ ფსიქოლოგიური ჟანრის საუკეთესო სერიალს.
3 - ევას მკვლელობა
ამჯერად ბრიტანეთში ვმოგზაურობთ და სერიალს ჯაშუშბზე წარმოგიდგენთ, რომელმაც პირველივე სეზონიდან უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. სერიალი მოგვითხრობს რუსული ფესვების მქონე დაქირავებულ მკლვლელზე, რომელიც ცივსისხლიანი ადამიანია. იგი მორიგი დავალების შესრულებისას სათანადო მოწინააღმდეგეს შეხვდება, მორიდებულ სპეცსამსახურის თანამშრომელს, რომელსაც სურს შეცვალოს საკუთარი ცხოვრება. სერიალის მთავარი გმირის როლს, ყველასათვის კარგად ცნობილი და საყვარელი მსახიობი სანდრა ო თამაშობს.
პირველი სერია 2018 წლის 8 აპრილს გახდა ცნობილი ფართო მაყურებლისთვის. თუ თქვენი საყვარელი ჟანრი თრილერი ან დრამაა, მაშინ სერიალი „ევას მკვლელობა“ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოტოვოთ.
4 - უცნაური ამბები
უცნაური ამბები ყველასათვის ძალიან ცნობილი და პოპულარული სერიალია. მისი პირველივე სერია შეაყვარებს ადამიანს არც თუ ისე ბევრისთვის საყვარელ საშინელებათა ჟანრს. თუმცა ის არამარტო საშინელება არამედ სამეცნიერო ფანტასტიკაცაა, რომელიც 1980 იან წლებში ჰაუკინსში, ინდიანაში ხდება. ქალაქი ზებუნებრივმა მოვლენებმა მოიცვა, რა დროსაც ახალგაზრდა ბიჭი უჩინარდება. მეგობრები, ოჯახი და ადგილობრივი პოლიცია კი პასუხებს ეძებს და ისინი ჩართულნი არიან ძალიან მისტიურ გამოძიებაში. დაკარგული გმირის მეგობარი მაიკი საკუთარ გამოძიებას იწყებს. რომელიც დარწმუნებულია, რომ ამოცანის ამოხსნასთან ძალიან ახლოსაა.
სერიალის პრემიერა 2016 წლის 15 ივლისს შედგა. კრიტიკული შეფასებების მიუხედავად მან მაინც უდიდესი პოპულარობა მოიპოვა, ემის 31 ჯილდო და 4 ოქროს გლობუსი. ამასთანავე სერიალმა აღმოაჩინა უნიჭიერესი პატარა მსახიობები, რომლებიც მაყურებელმა ძლაიან მალევე შეიყვარა.
5 - შავი სარკე
მეხუთე ადგილს იკავებს ბრიტანული სამეცნიერო ფანტასტიკა „შავი სარკე“, რომელიც შექმნა ჩარლი ბრუკერმა. ბრუკერის იდეა იყო გამოეკვლია თანამედროვე საზოგადოება და მათი დამოკიდებულება ტექნოლოგიების მიმართ. მართლაც ბოლო რამდენიმე წელში ახალმა აღმოჩენებმა, ჩვენი ცხოვრება მთლიანად შეცვალეს. სერიალის სახელწოდება “შავი სარკე” კი გულისხმობს იმას, რომ ყველა ჩვენგანს აქვს სახლში კომპიუტერი, პლაზმური ტელევიზორი ან ტელეფონი სწორედ ეს არის ჩვენი საუკუნის შავი სარკე.
ჩვენ თაყვანს ვცემთ GOOGLE-სა და APPLE-ს . "შავ სარკეში" კი მხოლოდ ჩვენი სამყაროს რეალობის დანახვა შეგვიძლია, სერიალის პრემიერა შედგა 2011 წლის დეკემბერში და პირველივე სერიიდან მან კრიტიკოსების პოზიტიური დახასიათება მოიპოვა.
რაც შეეხება ფილმის საერთო შემოსავალს ეს თანხა უცნობია, თუმცა ოფიციალური წყაროს მიხედვით თითოეული ეპიზოდის ღირებულება დაახლოებით 4 მილიონს შეადგენს.
6 - სამსახურეობრივი მოვალეობა
სამსახურეობრივი მოვალეობა ეს არის ბრიტანული, კრიმინალური სერიალი, რომელიც მოგვითხრობს ისტორიას დეტექტივ სტივ არნოტზე. ის ყველა დროის ყველაზე კარგ სერიალად არის აღარებული პოლიციის შოუების სიაში, თუიმ,ცა მხოლოდ ეს მიღწევები არ არის „სამსახურეობრივი მოვალეობა“ და მესამე ადგილზეა, როგორც საუკეთესო ბრიტანული დრამა დანაშაულებებზე.
რაც შეეხება სერიალის მთავარ გმირს, რომლის გარშემოც ტრიალებს სამყარო, არის სტივ არნოტი, რომელიც გამორჩეულია თავისი დეტექტიური ინსტიქტებითა და თვალშისაცემი დემონსტრაციულობით.
სერიალის პირველი სერია გამოვიდა 2012 წელს და დღემდე უამრავი ჯილდო აქვს მოპოვებული. ის BBC 2-ის ეთერში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს და როგორც ფამნებისაგან ვგებულობთ რომ ის მთერლი ამ დროის მანძილზე საუკეთესოთა შროს საუკეთესოა.
7 - გვირგვინი
სერიალ „გვირგვინში“ აღწერილია დედოფალ ელიზაბეტ მეორის დედოფლობის პერიოდი. ეს არის ისტორიული დრამა, რომლის სცენარისტიც არის პიტერ მორგანი. პირველი სეზონი მოიცავს დედოფალ ელიზაბეტ მეორის ქორწინებასა და მის შემდგომ პერიოდს. როგორც ცნობილია სერიალი გათვლილია ექვს სეზონზე, სულ 60 ეპიზოდზე, რომლის თითუელის შემოსავალი 13 მილიონს აღწევს სერიალ „გვირგვინის“ პირველი სეზონი 2016 წლის 4 ნოემბერს ნეთფლიქსზე გამოვიდა.
გვირგვინმაც სხვა ამ სიასი მყოფი სერიალების მსგავსად მიიღო უამრავი ჯილდო და ნომინაცია, როგორც საუკეთესო სერიალი ასევე დაჯილდოვდნენ მსახიობებიც საუკეთესო შესრულებისთვის.
თუ თქვენ გასული საუკუნის ინგლისის ისტორია გაინტერესებთ და მაშინ ეს სერიალი ამის საუკეთესო საშუალებაა.
8 - კარგი ადგილი
ზემოთ უამრავი სხვადასხა ჟანრისა და შინაარსის სერიალი გიჩვენეთ, მაგრამ ეს ათეულში შესული ერთადერთი კომედიური ჟანრის სერიალი, „ კარგი ადგილი“-ა.
ფილმში ასახულია ისტორია გოგონაზე, რომელიც ცდილობს დაიმსახუროს ცხოვრება კარგ ადგილას.
ფილმის მთავარი გმირი მაიკლი არქიტექტორია. ელეონორა ჩადის კარგ ადგილას , მაგრამ იგი თვლის რომ ამ ადგილზე ყოფნას არ იმსახურებს. მაიკლის დახმარებით, ელეონორა შეძლებს თავი დაანებოს იმაზე ფიქრსა და მცდელობას, როგორ დაიმსახუროს აქ ყოფნა.
სერიალმა პირველივე ჩვენებიდან დადებითი შეფასება მიიღო და მართლაც დიდ წარმატებას მიაღწია, ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ის ერთადერთია კომედიური ჟანრის სერიალებს შორის, რომელმაც ჩვენი დროის, ყველაზე დიდი აღიარება მოიპოვა და ტოპში ადგილს ღირსეულა იკავებს.
9 - ოა
მისტიკასა და დრამას სერიალი „ოა-ა“ აერთიანებს, რომელიც მოგვითხრობს ისტორიას, გოგონაზე სახელად პრერია ჯონსონი. პრერია მოულოდნელად შინ ბრუნდება, შვიდწლიანი გაუჩინარების შემდეგ, რა მოხდა არავინ იცის, თავად გოგონა კი არაფერს ჰყვება, ის მხოლოდ ამტკიცებს, რომ ამ დროის მანძილზე აქვე იყო. სერიალის მთავარი ინტრიგა გოგნას მხედველობაა, ის უსინათლო იყოს თუმცა შვიდი წლის შემდეგ მას როგორც ჩანს მხედველობა დაუბრუნდა.
„ოა“ 2016 წელს გამოვიდა თუმცა მას პოპურალობა ამ დრომდე არ დაუკავრგავს და რადგან დღეს ჩვენ ამ სერიალზე ვსაუბრობთ ეს იმის ნიუშნავს, რომ ის 2019 წლის ერთ-ერთი ყევლაზე რეიტინბგული სერიალია.
10 - ალესილი კეპები
ჩვენი გადაცემის რეიტინგს „ალესილი კეპებით“ ვხურავთ. ეს არის ბრიტანული კრიმინალური დრამა, იგივე განგსტერული საგა, სადაც მოვლენები პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ბირმინგემში, 1919 წელს ვითარდება.
სერიალში მთავარი გმირი თომას შელბი, ყველასათვის კარგად ცნობილი სილიან მერფია, რომელიც ადგილობრივ ტერიტორიაზე ყველაზე გავლენიანი ბანდის ლიდერია.
პირველი სერია გავიდა BBC TWO-ის ეთერში 2013 წელს და მას შემდეგ გრძელდება. 2018 წელს სერიალმა ბაფტას ჯილდო მოიპოვა, თუმცა ეს ერთადერთი ჯილდო არარის, როგორც მისი შემქმნელები გვაუწყებენ სერიალის დასკვნით ეპიზოდი მე-7 სეზონი იქნება,“ალესილი კეპების“ ფანებს კი ისღა დარჩენიათ რომ დაელოდნონ ფინალურ სეზონს და ისიამოვნონ.