ციხე ის ადგილია, სადაც ადამიანი საკუთარი ნებით ერთ საათსაც არ გაატარებს და მთელ ცხოვრებაზე ხომ საუბარი ზედმეტია. თუმცა ზოგიერთი სასჯელაღსრულების დაწესებულება ყველანაირ სადამსჯელო ზღვარს სცდება და ნამდვილ ჯოჯოხეთს ჰგავს. ასეთ ციხეებში შინაგანაწესი იმდენად სასტიკია, ხოლო ცხოვრების პირობები იმდენად მძიმე და არაადამიანური, რომ გარეთ მყოფს შოკში აგდებს და აფიქრებინებს,- „ნუთუ ასეთი რაღაცეები დღემდე ხდება“? მაშ, ასე წარმოგიდგენთ მსოფლიოში ტოპ ათ ყველაზე შემზარავ ციხეებს.