კაცობრიობას დღევანდელობამდე მოსასვლელად ძალიან დიდი გზის გავლა დასჭირდა. უამრავი ომი, ბრძოლა, დაპირისპირებები და ვირუსული დაავადებები უძღოდა წინ ჩვენამდე განვლილ საუკუნეებს.
დღეს გვინდა სწორედ ვირუსულ დაავადებებზე მოგითხროთ, რომელიც არაფრით არ ჩამოუვარდება ომს. ეს არის უხილავი ბრძოლა გადარჩენისთვის. დღევანდელ რუბრიკაში „ტოპი“ გვინდა გესაუბროთ იმ 5 ყველაზე საშიშ ვირუსულ დაავადებაზე, რომლებმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სამყარო დღესაც წარსულის მსგავსად დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე, რომელსაც COVID-19 ეწოდება.
საუკუნეების წინ მეციდიცინა ძალიან დაბალ დონეზე იყო განვითარებული, შესაბამისად მედიკოსებს ძალიან ურთულდებოდათ ამა თუ იმ დაავადებასთან გამკლავება და სწორი დიაგნოზის დასმაც კი. იმდენად დაბალ საფეხურზეც კი, რომ ჩუტყვავილასა და ბატონებისგანაც კი შეიძლება დაღუპულიყვნენ ადამიანები.
რა თქმა უნდა, ჩვენს დროში ეს ყველაფერი უკან მოვიტოვეთ და სამედიცინო სფერო იმ დონემდე განვითარდა, რომ ბევრად უფრო მარტივად არის შესაძლებელი მსგავს ინფექციებთან გამკლავება.