ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ მუზეუმი არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც ჩვენი წარსულის დიდი ისტორია ინახება. ისტორია იმაზე, თუ რა გზა გაიარა კაცობრიობამ დღევანდელობამდე მოსასვლელად. კულტურული თვალსაზრისით გალერიები თუ მუზეუმები, რომლებიც ინახავენ წარსულის ნახატებსა თუ ქანდაკებებს და სხვადასხვა მატერიალურ საგანძურებს, მათ ძალიან დიდი ადგილი უკავიათ მსოფლიოს ისტორიის დაწერასა თუ შენახვაში.
მუზეუმები და გალერიები ასახავენ ადამიანის შემოქმედებას, ისინი ადამიანებისა და მათი ცნობიერების ამაღლებისთვის არსებობენ. ისინი უბრალოდ ძალიან დიდ სიამოვნებასა თუ განათლებას ანიჭებენ მათ, ვისაც უყვარს ისტორია და ხელოვნება. ამ ადგილების დახმარებით, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა ცოტათი, მაგრამ მაინც დავბრუნდეთ და შევიხედოთ იმ წარსულში, რომელშიც არ გვიარსებია, თუმცა დიდი როლი უკავია იმ რეალობის დამკვიდრებაში, სადაც ახლა ვართ.
დღევანდელ რუბრიკაში შევეცდებით გაგაცნოთ მსოფლიოს 10 საუკეთესო მუზეუმი, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ ცხოვრებაში ერთხელ მაინც.