„ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას წლის გიგანტად დაასახელეს. ისტორიაში უკვე 32-ედ ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც ლიგა ენდესას საუკეთესო მოთამაშის ტიტული ქართველ მძიმე ფორვარდს ერგო, რაც ცხადია დიდი აღიარებაა. თორნიკეს სპეციალური პრიზი ლიგა ენდესას გენერალურმა დირექტორმა იგნასიო ხიმენეს სოლერმა გადასცა. აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში თორნიკე ლიგა ენდესაში საშუალოდ 33 წუთში 16.1 ქულას, 6 მოხსნას, 2.6 პასს, 0.3 დაფარებასა და 1.4 ჩაჭრას აგროვებს 18.6 მარგი ქმედების კოეფიციენტით.