ლიგა ენდესას მეათე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" საკუთარ მოედანზე 85:74 დაამარცხა "ვალენსია". ქართველმა ფორვარდმა პარკეტზე 33 წუთი გაატარა რა დროშიც საკუთარ გუნდს 10 ქულით 6 მოხსნით 3 პასით და 1 ჩაჭრით დაეხმარა. შეგახსენებთ, რომ "ბასკონია" 5 მოგებით მეშვიდე ადგილზეა და 30 ნოემბერს სტუმრად "ანდორას" შეხვდება.