ესპანეთის ლიგა ენდესას მე-13 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" გასვლაზე "მურსიას" 86:75 სძლია. ქართველმა ფორვარდმა 35 წუთში 19 ქულა 3 მოხსნა 3 პასი და 1 დაფარება მიიტვალა. თოკოს მარგი ქმედების კოეფიციენტი +21-ს გაუტოლდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ და მატჩის ემ ვი პი დაც დასახელდა. შეგახსენებთ, რომ ვიტორიული კლუბი 7 მოგებით ესპანეთში მეხუთე პოზიციას იკავებს. ბასკონია მომდევნო მატჩს 22 დეკემბერს სან პაბლო ბურგოსთან გამართავს.