ბათუმში კვლავ დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან. ქალაქში რამდენიმე სავაჭრო ობიექტი დაზიანდა. სახურავიდან ჩამოცვენილმა თოვლის მასამ შენობებში შესასვლელის სახურავები დააზიანა. შემთხვევა ინასარიძის ქუჩაზე მოხდა. ნგრევის ხმა ადგილობრივებმა გამთენიისას გაიგეს. ისინი ტერიტორიიის გაწმენდას ამდრომდე საკუთარი ძალებით ცდილობენ. ადგილობრივების განმარტებით სახურავიდან ჩამოცვენილი მასა საფრთხეს ქვეითებსაც უქმნის და მერია ვალდებულია კორპუსების გადახურვისას შესაბამისი სტანდარტები დაიცვას.