კონცერნმა Toyota-მ ავტომობილების წარმოების შეჩერების შესახებ განაცხადა. ამის მიზეზი მაკომპლექტებლების ნაკლებობაა.
შედეგად, კომპანიის კუთვნილ იაპონიის თოთხმეტივე ქარხანაში ავტომობილების წარმოება 11 დღით შეწყდება. ყველაზე მეტად კრიზისი ახალი თაობის Land Cruiser 300-ის საწარმოო კონვეიერს დაარტყამს. ეს მაშინ, როდესაც ამ ავტომობილებზე ამ დროისთვის ძალიან მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება და რიგები ისედაც 4 თვეზეა გაწერილი.
როგორც იაპონური მედია წერს, მიკროჩიპების დეფიციტის გამო, წარმოების დაპაუზება შეეხება კომპანიის 28-დან 27 კონვეიერს. შედეგად კი, კომპანიას ოქტომბრის წარმოების გეგმის კორექტირება მინიმუმ მესამედით მოუწევს. თავდაპირველად კომპანია ოქტომბერში 880 ათასი ავტომობილის წარმოებას აპირებდა, თუმცა, ახალი გეგმით ეს ციფრი 550 ათასია.