ტყიბულში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, რიჟამაძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სახლში დაახლოებით 70 წლამდე მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც ხანძრის შედეგად დაიწვა. ადგილზე სამაშველო, საპატრულო და სამედიცინო სამსახურის ბრიგადები მუშაობდნენ.