04:42
19 სექტემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ჩვენი პლანეტა
"ტყის ადამიანი" თუ "მევალე" - როგორ უმახინჯებენ სახელს ორანგუტანს და რა საერთო მახასიათებლები აქვს მას ადამიანთან?
28-03-2019

ორანგუტანს, რომელმაც შიმპანზესა და გორილასთან ერთად ადამიანის მსგავსი პრიმატების სამეული შეადგინა, ინდონეზიის მკვიდრმა მოსახლეობამ "ტყის ადამიანი" უწოდა, რადგან "ორანგ" ადამიანს ნიშნავს, "უტანი" კი, ტყეს. მართალია, დნმ-ის დეტალურად შესწავლის შემდეგ, მეცნიერებმა უამრავი საერთო აღმოაჩინეს ბანჯგვლიან პრიმატთან, მაგრამ მათი ცოდნა მაინც ზედაპირული აღმოჩნდა, რადგან ბევრი დღესაც შეცდომით მოიხსენიებს "შორეულ ნათესავს" და ბოლოში ზედმეტი ასო "გ"-ს დამატებით, არაჩვეულებრივ "ტყის ადამიანს" ჩვეულებრივ "მევალედ" აქცევს, რადგან მალაიურ ენაზე "უტანგი" სწორედ "ვალს" ნიშნავს.

ორანგუტანის გავრცელების არეალი საკმაოდ შეზღუდულია, რადგან ცხოველი მხოლოდ ინდონეზიის ორ კუნძულზე - ბორნეოსა და სუმატრას ხშირ ტროპიკულ ტყეებში ბინადრობს და მცენარეებით მდიდარ, ჭაობიან დაბლობში გრძნობს თავს კომფორტულად.

AutoPlay
ძუძუმწოვარა, რომლის სახელი "გორგალში შეკრულს" ნიშნავს - ჯავშანში დამრგვალებული პანგოლინი ნაძვის გირჩს უფრო ჰგავს, ვიდრე ხვლიკს
12-09-2019
ერთი შეხედვით მომხიბვლელი ყარყუმი, სინამდვილეში საოცრად აგრესიულია და ადამიანზე თავდასხმასაც არ ერიდება - მას ბეწვის ფერის შეცვლა ამინდის შესაბამისად შეუძლია
05-09-2019
მისი სახელი გრაციოზულს, სწრაფს და კარგი ჯისისას ნიშნავს - მოხდენილი და საოცრად მოქნილი ტომსონის ქურციკი მეხუთე პოზიციით ლიდერობს სწრაფ ცხოველებში
01-08-2019
უმოწყალო და დაუნდობელი თევზი მესამე პოზიციაზეა სახიფათო მტაცებლების ნუსხაში - თავჩაქუჩა ზვიგენის ეპატაჟური გარეგნობა მის არაპროგნიზერებად ბუნებას შეესაბამება
25-07-2019
გელადა ანუ მაიმუნი "წითელი ყელსაბამით" - ეს იშვაითი სახეობა უძლიერესი ვოკალის და ორიგინალური ლაქის მფლობელია, რომელიც ყელსაბამივით ამშვენებს გულზე
18-07-2019
ეგზოტიკური გარეგნობა და უცნაური ხასიათი: ურჩ ცხოველებს შორისაა მადაგასკარელი ინდრი, რომელიც მითებისა და ლეგენდების გმირი გახდა
11-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები