ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთმა შტატებთან სავაჭრო საკითხებში მიღწეული პირობების შესრულება და ამერიკული სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვა უკვე დაიწყო. აღნიშნულის შესახებ, დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, შეთანხმების ასევე ერთ-ერთი პირობა იყო, რომ მხარეები არ დალოდებოდნენ სამ-ოთხ კვირას შეთანხმების საბოლოო ხელმოწერას და შესყიდვები მალევე განეხორციელებინათ.
როგორც ცნობილია, შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო საკითხებში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ვაშინგტონში გაიმართა. ამჯერად, მხარეებმა მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს.