აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთს მოუწოდებს ვენესუელიდან თავისი სამხედროები გაიყვანოს. იგი ასევე კრემლს აფრთხილებს, რომ ყველა ხერხი შეიძლება იქნეს გამოყენებული იმისათვის რომ რუსი სამხედროების ვენესუელიდან გაყვანა მოხდეს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის ხუან გუაიდოს მეუღლის ფაბიანა როზალესის სტუმრობისას განაცხადა. შეგახსენებთ, ვენესუელაში რამდენიმე დღის წინ რუსული სამხედრო თვიმფრინავი ჩაფრინდა, რომელმაც კარაკასში დაახლოებით 100 სამხედრო ჩაიყვანა. აშშ-ის მთავრობა ირწმუნება, რომ სამხედროებს შორის არიან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელები და კიბერუსაფრთხოების პერსონალიც.