აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდეს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.
"ის მზად არის შეხვდეს მას ყველანაირი წინასწარი პირობების გარეშე", - განაცხადა პომპეომ.
შეგახსენებთ, ჰასან რუჰანიმ ამდრომდე განაცხადა, რომ იგი არ გამართავს მოლაპარაკებებს აშშ-სთან მანამ ვიდრე ვაშინგტონი თეირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ გააუქმებს. თუმცა, აშშ-ის მთავრობა უარს აცხადებს სანქციების გაუქმებაზე, უფრო მეტიც, მაიკ პომპეომ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის წინააღმდეგ.
ირანსა და აშშ-ის შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასულ წელს დონალდ ტრამპმა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლა და სანქციების განახლება გადაწყვიტა.