დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს ახალი რეგულაციების დაწესებას, რომელიც მთავრობას არალეგალურად აშშ-ში გადასული ბავშვებიანი ოჯახების უფრო ხანგრძლივად დაკავების უფლებას მისცემს. ამის შესახებ "ეიბისი ნიუსი" სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
როგორც მოსალოდნელია, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას 21 აგვისტოს გააკეთებენ. ამდროისთვის არსებული კანონით, მიგრანტი ბავშვების დაკავება შესაძლებელია მაქსიმუმ 20 დღით. შეგახსენებთ, ტრამპის ადმინისტრაცია მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკით გამოირჩევა. მთავრობის მიერ შემუშავებული რეგულაციების გამო, სპეციალისტები ფიქრობენ რომ ლეგალური იმიგრაციის დონე ამერიკაში განახევრდება, ვინაიდან ვიზებზე და მუდმივი ცხოვრების უფლებაზე ასობით ათას ადამიანს ეტყვიან უარს.