ამერიკული მსხვილი ინტერნეტ კომპანიების ნაწილი, მათ შორის Google და Apple, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემოღებული შეზღუდვებით შეშფოთებულები არიან. როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დირექტივას, რომელიც 7 ისლამური სახელმწიფოს მოქალაქეებს ამერიკაში შესვლას დროებით უზღუდავს.