„ტვიტერმა“ დონალდ ტრამპის კიდევ ერთ პოსტზე მინიშნება გააკეთა და მას ძალადობის წახალისება უწოდა. საქმე ეხება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც ის მინეაპოლისში ეროვნული გვარდიის გაგზავნით იმუქრება.
„ვერ დავუშვებ, ვერ ვუყურებ, რომ ეს ხდება ამერიკის შესანიშნავ ქალაქ მინეაპოლისში. მმართველობის სრული კრახი. ან რადიკალური მემარცხენე მერი, იაკობ ფრეი იმოქმედებს და ქალაქს კონტროლს დაუქვემდებარებს, ან მე გავგზავნი იქ ეროვნულ გვარდიას, რომ თავისი საქმე გააკეთოს“, - წერს ტრამპი.
მოგვიანებით, „ტვიტერმა“ პოსტზე მინიშნება გააკეთა, რომ დონალდ ტრამპი სოციალური ქსელის დადგენილ წესებს არღვევს და ძალადობას ახალისებს.