ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, განიხილავს კომპანია Apple-ის გათავისუფლებას იმ საბაჟო ტარიფებისგან, რომელიც დაწესებულია ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე.
როგორც თეთრი სახლის პრეს-სამსახური იტყობინება, ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ტექსასში ქალაქ ოსტინში განუცხადა, სადაც ასევე იმყოფებოდა Apple-ის დირექტორი ტიმ კუკი.
15 ნოემბერს ტელეკომპანია CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Apple-მა დონალდ ტრამპის მოკავშირეებიდან ლობისტი დაიქირავა, რათა კომპანია ჩინეთიდან იმპორტირებული იმ პროდუქციის სიაში არ აღმოჩენილიყო, რომელიც გაზრდილი საბაჟო ტარიფით დაიბეგრება იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი და პეკინი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.