13:30
18 ნოემბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ტრამპმა დანიაში დაგეგმილი ვიზიტი გრენლანდიასთან დაკავშირებული განსხვავებული პოზიციების გამო გააუქმა
21-08-2019

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დანიაში დაგეგმილი ვიზიტი გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებული განსხვავებული პოზიციის გამო გააუქმა.

"დანია განსაკუთრებული ქვეყანაა და იქ გასაოცარი ხალხი ცხოვრობს, მაგრამ პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენის კომენტარის გამო, რომ მას გრენლანდიის შესყიდვის საკითხის განხილვა არ სურს, ჩვენს შორის 2 კვირაში დაგეგმილ შეხვედრას სხვა დროისთვის გადავდებ", - დაწერა ტრამპმა ტვიტერზე.

შეგახსენებთ, ტრამპმა დაადასტურა, რომ მსოფლიოს უდიდესი კუნძულის, გრენლანდიის ყიდვით არის დაინტერესებული. თუმცა, შეთავაზებას უარით უპასუხეს გრენლანდიისა და დანიის ოფიციალურმა პირებმა.

"გრენლანდია არ იყიდება, მაგრამ ის ღიაა სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობისა და სავაჭრო ურთიერთობისთვის, მათ შორის შეერთებულ შტატებთანაც", - განაცხადა გრენლანდიის ტერიტორიის პრემიერმა კიმ კილსენმა.

გრენლანდია, რომელიც მსოფლიოს უდიდესი კუნძულია, ჩრდილო ატლანტიკისა და არქტიკის ოკეანეებს შორის მდებარეობს. ის ამჟამად დანიის ავტონომიური ტერიტორიაა.

AutoPlay
ვენეციაში წყალდიდობის გამო, კვლავ საგანგებო მდგომარეობაა
გამოქვეყნდა 13 წუთის წინ
ჰონგ-კონგში პოლიციამ უნივერსიტეტი, სადაც დემონსტრანტები იყვნენ, შტურმით აიღო
გამოქვეყნდა 14 წუთის წინ
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება შეუჩერდა
გამოქვეყნდა 16 წუთის წინ
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად "თეთრი ხალათების" აქცია გაიმართა
გამოქვეყნდა 21 წუთის წინ
დესტრუქციის გაგრძელების შემთხვევაში, ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება - "ქართული ოცნება" საზოგადოების პროტესტს პასუხობს
გამოქვეყნდა 24 წუთის წინ
20 ივნისის მსგავსად, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს პროვოკაციის მოსაწყობად - მალხაზ მაჩალიკაშვილი
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები