გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. უკანონო საამქროებიდან, ჯამში, ამოღებულია 11 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორი და 5 მ3-მდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რამოდენიმე სოფელში სამმართველოს თანამშრომლებმა ჯამში 4 ერთეული ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი დალუქეს. გამოძიება 287-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევას გულისხმობს.