ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და თაღლითობის ჩადენის ფაქტზე, ორი ინდივიდუალური მეწარმე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულ მეწარმეებს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების საფუძველზე ვალდებულება ჰქონდათ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაგა-ბაღები მოემარაგებინათ უმაღლესი ხარისხის კარაქით.