საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე პარტიიდან სავარაუდო წასვლის შესახებ კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, წასვლაზე უფრო მარტივი არაფერია, თუმცა ამაზე ფიქრის დაწყება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე რესურსი ამოიწურება. მისივე განცხადებით, მან და თანამოაზრე კოლეგებმა, პოზიციების დაახლოების კუთხით ყველაფერი გააკეთეს.