ვაშინგტონში თეთრი სახლის შენობის წინ დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში დემონსტრანტებმა თეთრ სახლთან იცეკვეს და სხვადასხვა პერფორმანსი წარმოადგინეს. აქციაზე შეკრებილებმა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი რასიზმში დაადანაშაულეს. დემონსტრაციაზე "ელ-გე-ბე-ტე" თემის დროშაც იყო წარმოდგენილი. აქციაზე მისულმა ხალხმა დონალდ ტრამპის ის გადაწყვეტილებები გააპროტესტეს, რომლებიც აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა ოვალური კაბინეტის დაკავების შემდეგ მიიღო, მათ შორის მიგრანტებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაც.