საქართველოს სარკინიგზო დერეფნის გავლით, წელიწადში მილიონ ხუთასი ათასი ტონა თურქმენული ნავთობის ტრანზიტი განხორციელდება. შესაბამისი შეთანხმება საქართველოსა და თურქმენეთს შორის უკვე მიღწეულია. ხელშეკრიულება სამწლიანია და გადაზიდვებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ”კასპიან ტრანზიტი” განახორციელებს. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს ბიუჯეტი მინიმუმ 60 მილიონი ლარით შეივსება.