10:06
27 სექტემბერი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
წელს ჩინეთის ეკონომიკა 1976 წლიდან ყველაზე დაბალი ტემპით გაიზრდება
20-03-2020

ეკონომისტების გათვლებით, 1976 წლიდან მოყოლებული, ჩინეთის ეკონომიკა წელს ყველაზე დაბალი ტემპით გაიზრდება. 12 ეკონომისტის მოსაზრებით, ეკონომიკის ზრდა მხოლოდ 3.4 პროცენტი იქნება, ეს კი 1976 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ამის მიზეზი კორონავირუსის ეპიდემიაა, რის გამოც, ქვეყნის ეკონომიკა, წლის პირველ ორ თვეში ფაქტობრივად, გაჩერებული იყო. ორშაბათს გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ მკვეთრად არის შემცირებული არამხოლოდ წარმოება, არამედ საცალო გაყიდვებიც და ინვესტიციებიც. ამასთან, ყველა მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული.
პროგნოზების შესაბამისად, ვითარება არც მომდევნო თვეებში გაუმჯობესდება, რადგან მართალია, ჩინეთი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ კალაპოტს, მაგრამ მისი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების აქტივობა უკიდურესად დაეცა, რაც ჩინეთის სტატისტიკაზეც უარყოფითად იმოქმედებს.
12 ანალიტიკოსის ვარაუდით, პირველ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6 პროცენტით შემცირდება. ასეთი რამ კი ამ ქვეყანას 1990 წლის შემდეგ არ ჰქონია.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები