წელს პურის ფასი 10 თეთრის ფარგლებშია გაზრდილი. აღნიშნულ ინფორმაციას "საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის" ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე ადასტურებს. დოლიძე ამბობს, რომ მოცემულ ეტაპზე ფასის დამატებით ზრდა მოსალოდნელი არაა.
რაც შეეხება წლის განმავლობაში პურის ფასის გაძვირების მიზეზებს, "საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის" ხელმძვანელის ინფორმაციით გაზრდილია დამხმარე მასალების ფასები, რაც პურის საბოლოო ღირებულებაზე აისახება.