წელს საქართველოში ვაშლის გაძვირებას და იმპორტირებული პროდუქტის ზრდას ელოდებიან. როგორც East fruit-თან საუბრისას ადგილობრივი მწარმოებლები აცხადებენ, მიმდინარე სეზონზე, რიგმა ფაქტორებმა, მათ შორის სეტყვამ, ვაშლის მოსავლის მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია, რაც მის ფასზეც აისახება.
ფერმერების თქმით, შიდა ქართლში ვაშლის მოსავლის აქტიური სეზონი აგვისტოს მეორე ნახევრიდან იწყება. ამჟამად კი ადრეული ჯიშების მოკრეფა და რეალიზაცია მიმდინარეობს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს 82 ათას 700 ტონა ვაშლის წარმოება მოხდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 4,2%-ით მეტი იყო.