ცემენტის ასოციაციის დამფუძნებლები, ცემენტის ხარისხის გაუარესებაზე საუბრობენ. მათი განცხადებით საქართველოში არსებული მწარმოებელი 30 კომპანიიდან 18 შემოწმდა და სტანდარტები მხოლოდ 2-მა დააკმაყოფილა. კვლევის საფუძველზე დადგინდა ასევე, რომ მომხმარებლები თანხას ხშირად უხარისო პროდუქტში იხდია, რადგან შეფუთვაზე დატანილი ინფორმაცია არ შეესაბამება შიგთავსის ხარისხს.კიდევ ერთი პრობლემა რომელსაც ასოციაციის წევრები აწყდებიან, გაზრდილი ცემენტის იმპორტია.